„ლელო“ არის თაღლითების პარტია – ადამიანების, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური კარიერის გაკეთება სცადეს ტყუილებზე, საზოგადოების მოტყუებაზე” – ლევან მახაშვილი

“კარგი იყო, რომ ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ ამხილა ტყუილში „ლელოც“ და მისი ლიდერებიც”, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა კარა ორუჯევზე საუბრისას.

„ლელო“ არის თაღლითების პარტია, ადამიანების, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური კარიერის გაკეთება სცადეს ტყუილებზე, საზოგადოების მოტყუებაზე. კიდევ ერთ ასეთ ფაქტს გადავაწყდით და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად, რომ ეს იყო ტყუილი“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ხაზარაძე-გახარიას პარტიის ყოფილი კანდიდატი, კარა ორუჯევი რუსთავის საოლქო პროკურატურაში სამ საათზე მეტხანს იკითხებოდა.

როგორც მან განმარტა, პარტია ერთი კვირის წინ დატოვა. მანვე აღნიშნა, რომ გავრცელებულ ჩანაწერში ხმა მისია, თუმცა, “ჩანაწერი დამახინჯებულად გაავრცელეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები