ედიშერ გვენეტაძე: როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს, ბაჩიაშვილს დახმარებას უწევდნენ საკუთარი მშობლებიც, ისინი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას მათი დამნაშავე შვილის დაპატიმრების შემდეგაც აგრძელებდნენ
“ნათქვამია: „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“. ზუსტად ასე გამოდგა უმადური, მოღალატე, მძარცველი, სიკეთის ვერ დამნახავი ბაჩიაშვილის შემთხვევაში. რომელმაც ისარგებლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მისდამი კეთილგანწყობითა, ნდობით და ათასგვარი მაქინაციის მეშვეობით გაძარცვა,” – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „კანონი ყველასათვის კანონია“, შესაბამისად, მსჯავრდებული ბაჩიაშვილის მშობლებმაც უნდა აგონ პასუხი ნაქურდალი ფულის გათეთრებაში მონაწილეობისა და შვილისთვის დახმარების გამო.
„ნათქვამია: „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“. ზუსტად ასე გამოდგა უმადური, მოღალატე, მძარცველი, სიკეთის ვერ დამნახავი ბაჩიაშვილის შემთხვევაში. რომელმაც ისარგებლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მისდამი კეთილგანწყობითა, ნდობით და ათასგვარი მაქინაციის მეშვეობით გაძარცვა იგი. რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, როგორც სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გაარკვიეს, ამ შუბლძარღვგაწყვეტილს დახმარებას უწევდნენ საკუთარი მშობლებიც. ისინი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას არამხოლოდ მაშინ სჩადიოდნენ, არამედ მათი დამნაშავე შვილის დაპატიმრების შემდეგაც აგრძელებდნენ. ამიტომ, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ: „კანონი ყველასათვის კანონია“ – მსჯავრდებულ ბაჩიაშვილის მშობლებმაც უნდა აგონ პასუხი ნაქურდალი ფულის გათეთრებაში მონაწილეობისა და შვილისთვის დახმარების გამო.“ – წერს გვენეტაძე.