“სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი არის რევოლუციების ცენტრი, სადაც ერთ დროს “ფრანკლინის გუნდი” მოქმედებდა, ახლა უკვე, სხვა დასახელებით, სხვადასხვა კლუბი თუ პროგრამა მუშაობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.
ის გიული ალასანიას უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
“ამ პროგრამების დაფინანსებას, როგორც უკვე გასაჯაროვდა სქემა, ერთი მხრივ, თავად გიული ალასანიას უნივერსიტეტი ახდენს, ხოლო მერე მხრივ – უცხოეთიდან შემოსული თანხები.
ეს სქემა გაშიფრულია სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის, სხვა სამართალდამცველი სისტემები მუშაობენ იმაზე, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ გაიპაროს”, – ამბობს წილოსანი.
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით ახდენდა ფინანსების აკუმულირებას.