ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე ოპოზიციასაც ურჩია, სამშობლო ჰყვარებოდათ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქცეულიყვნენ, მაგრამ მათ მაინც “ნაცობა”, ქვეყნის ღალატი და უცხოელი პატრონები აირჩიეს – არიან კიდეც უსამშობლოები და ურეიტინგოები

“მარტო კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით კი არა, ნებისმიერ სხვა საკითხზეც რომ მისცეს რჩევები ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდს, რა გასაკვირია. ჯერ ერთი, ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახლავთ, მეორეც, მგონი ნამდვილად აქვს იმდენი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რომ მისი რჩევები ღირებული და გასათვალისწინებელი იყოს”, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული“.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმა, ოპოზიციასაც ურჩია, სამშობლო ჰყვარებოდათ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქცეულიყვნენ, მაგრამ მათ მაინც “ნაცობა”, ქვეყნის ღალატი და უცხოელი პატრონები აირჩიეს.

„მარტო კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით კი არა, ნებისმიერ სხვა საკითხზეც რომ მისცეს რჩევები ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდს, რა გასაკვირია. ჯერ ერთი, ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახლავთ, მეორეც, მგონი ნამდვილად აქვს იმდენი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რომ მისი რჩევები ღირებული და გასათვალისწინებელი იყოს. თავის დროზე ოპოზიციასაც ურჩია, სამშობლო ჰყვარებოდათ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქცეულიყვნენ, მაგრამ რად გინდა – მათ მაინც ნაცობა, ქვეყნის ღალატი და უცხოელი პატრონები აირჩიეს. ჰოდა არიან კიდეც უსამშობლოები და ურეიტინგოები.“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები