პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 18  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2024 წლის 17 ნოემბერს  ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები