რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულება „ლელო- ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დატოვა.
მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დააკავეს.