ავღანეთში მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა – მსხვერპლი იზრდება

ხუთშაბათს ღამით, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რაც ბოლო ექვსი დღის განმავლობაში მესამე მიწისძვრაა, ხოლო პირველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:56 საათზე (15:36 GMT) მოხდა, რის გამოც ნანგარჰარისა და კუნარის პროვინციების მოსახლეობა თავშესაფრიდან შეშინებული გაიქცა.

დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ადგილზე მყოფმა ექიმებმა BBC-ს განუცხადეს, რომ კუნარის პროვინციულ საავადმყოფოში 17 ადამიანი გადაიყვანეს.

გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისმა (OHCA), რომელიც 25 სოფლიდან მოწოდებულ ცნობებს ეყრდნობა, განაცხადა, რომ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად 1368 ადამიანი დაიღუპა და 2180 დაშავდა.

მთავრობის განცხადებით, რეგიონის უხეში და მთიანი რელიეფი სამაშველო და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის ოპერაციებს კვლავ აფერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები