პროკურატურა ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას გაასაჩივრებს

  ბრალდების მხარე ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას გაასაჩივრებს.
“სასამართლომ ჩათვალა, რომ ჭიაბერაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, არამედ სამსახურებრივ გულგრილობას, რაც განაჩენის ჩაბარების შემდეგ, მოტივაციის მიხედვით, გასაჩივრდება“, -აღნიშნა პროკურორმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილი რამდენიმე მუხლით ცნეს დამნაშავედ, თუმცა მათ შორის უმკაცრესი სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო. შესაბამისად, ყოფილ პრემიერს საბოლოო სასჯელად 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, მას საბოლოო სასჯელად 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს 5-დღიანი ვადა დასჭირდა.
12 თებერვალს, მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მოსაფიქრებელი დრო ითხოვა. პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს თანხის მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები