მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის, პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას.
,,შეხვედრაზე, ასევე იტალიაში მინისტრის ვიზიტის დეტალები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძე, რომში „V-ITALy ვენურ-ლიმფური გლობალური სამიტში“ მიიღებს მონაწილეობას. სამიტის მიზანი, ვენურ-ლიმფური დაავადებების მართვის გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი ეროვნულ პრაქტიკებში ინტეგრაციაა. სამიტი აერთიანებს 80 ქვეყნის სამეცნიერო და ინსტიტუციურ წარმომადგენლებს და ფოკუსირდება კლინიკური მმართველობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.
შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი ჯუზეპე ლუიჯი ბონიფაჩო ესწრებოდნენ”, -წერია ინფორმაციაში.