გიორგი ჯინჭარაძე – მერაბ ბრეკაშვილის ხსოვნას შეინახავს სოხუმის თეატრი დევნილობაშიც და მშობლიურ კედლებში დაბრუნების შემდეგაც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მსახიობ მერაბ ბრეკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მერაბ ბრეკაშვილი იყო გამორჩეული და ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი სცენური სახის შექმნა შეეძლო.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ მერაბ ბრეკაშვილის გარდაცვალების გამო, რომელსაც წლები და არაერთი შესანიშნავი როლი აკავშირებდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრთან.

თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობი გახდა. დევნილობაში კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეატრის ხელმძღვანელიც იყო.

მის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან გამორჩეულია აფხაზის როლი გურამ ოდიშარიას პიესაში “ზღვა, რომელიც შორია”, თემურ ჩხეიძის დადგმით. ის იყო გამორჩეული და ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო სცენური სახის შექმნა შეეძლო.

მერაბ ბრეკაშვილის ხსოვნას შეინახავს სოხუმის თეატრი დევნილობაშიც და მშობლიურ კედლებში დაბრუნების შემდეგაც.

ვუსამძიმრებ მსახიობის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ამ დიდ დანაკლისს”, – წერს გიორგი ჯინჭარაძე.

მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

https://www.facebook.com/profile.php?id=61577151365778

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები