ეროვნული ბიბლიოთეკის სამძიმარი და ელდარ შენგელაიას ფილმების უნიკალური აფიშები

ეროვნული ბიბლიოთეკა მწუხარებას გამოთქვამს ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს.
„ელდარ შენგელაია წლების განმავლობაში იყო ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველი და ბიბლიოთეკის საქმიანობის აქტიური მხარდამჭერი.
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია რეჟისორის ფილმების უნიკალური აფიშები, ჩვენი „ციფრული ფოტომატიანე“ კი ინახავს ფოტოებს, რომლებიც ამ ფილმების გადაღების პროცესს ასახავს“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები