რუსეთმა ზაპოროჟიეს ციხე დაბომბა – არიან დაღუპულები და დაშავებულები(ფოტო)

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შეტევა ფუგასური ავიაბომბების და დრონების გამოყენებით განხორციელდა. თავდასხმის შედეგად, მსჯავრდებულთაგან 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 დაშავდა.

ზაპოროჟიეს გუბერნატორმა, ივან ფედოროვმა Telegram-ის არხზე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების შენობები განადგურდა და ახლომდებარე კერძო სახლებიც დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი მომხდარს ომის დანაშაულად აფასებს. მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები სამოქალაქო ობიექტების განადგურებას ისახავს მიზნად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები