ხულოში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მთა ჩუდურაულში, სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შუამთობა უხუცესთან ანსამბლ „ღორჯომის“ ცეკვა „აჭარულით“ გაიხსნა. კონცერტი ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით გაგრძელდა.
“ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული აქტივობები ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში, ტრადიციულად ჩატარდა დოღიც.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
„შუამთობა” უძველესი სახალხო დღესასწაულია და მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს. “შუამთობა” ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა საზაფხულო იალაღზე ჩატარდება,”- წერია ინფორმაციაში.