პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ
განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ, ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები არის მსხვერპლშეწირვა და მასში მონაწილეობა გაუმართლებელია.

„არ მივცემთ საშუალებას “ქართულ ოცნებას”, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სასაუბრო შეიქმნას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარა.

ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”,- განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აპირებენ. მათ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოაწერეს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, 8 მათგანს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები