“რეგიონში კონფლიქტური სიტუაციები მძვინვარებს, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას” – ნინო წილოსანი

“იმის ფონზე, რომ მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია არის, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ დაბალია ეკონომიკის ზრდა და მთლიანად რეგიონში, როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით, კონფლიქტური სიტუაციები მძვინვარებს, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ეს არის ხელისუფლების პრაგმატული და სწორი პოლიტიკის შედეგი.

“შედეგი იმისა, რომ არ წამოეგო ხელისუფლება არცერთ პროვოკაციას, მათ შორის, მოწოდებებს იმის შესახებ, რომელიც სანქციებთან და სხვადასხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული”, – ამბობს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები