“გვაქვს მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუჭერს მხარს “მეგობარი აქტის” მიღებას და ჩვენი პარტნიორული მიდგომები, რომელიც არსებობდა, დაუბრუნდება თავის ფორმატს” – ჩოჩია

“კვლავ გრძელდება საუბარი მეგობარ აქტთან დაკავშირებით, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამი სენატორი ბლოკავს “მეგობარი აქტის” მიღებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.

“ჩვენი პოზიცია “მეგობარ აქტთან” დაკავშირებით იყო ნათელი, მმართველი გუნდის განცხადებით, “მეგობარი აქტი” არის “დიფ სთეითის” მიერ წახალისებული.

გვაქვს მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუჭერს მხარს “მეგობარი აქტის” მიღებას და ჩვენი პარტნიორული მიდგომები, რომელიც არსებობდა, დაუბრუნდება თავის ფორმატს და კიდევ უფრო განმტკიცდება”, – ამბობს ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები