დონალდ ტრამპი – UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე გვექნება

„ჩვენ გვექნება UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის მიერ გაჟღერებული გეგმა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმაც დაადასტურა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამ საკითხისადმი სრულიად სერიოზულად არის განწყობილი.

UFC-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ UFC-ის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„UFC-ის ღონისძიების ადგილზე ჩატარების შესახებ თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა UFC-ის ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის დამატებითი დეტალების გაზიარება არ შეუძლია.

CNN-ი იუწყება, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც UFC-ის ღონისძიებას, როდესაც ის აპრილში, მაიამიში გაიმართა დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტი UFC-ის ღონისძიებას გასულ თვეში ნიუ-ჯერსიშიც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები