კანადის პრემიერი: ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის, – ამის შესახებ მარკ კარნიმ ჰააგაში, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტს კანადის ანექსია და მისი აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უპასუხა, რომ „არა, მას ეს არ სურს“.

„ის კანადით მოხიბლულია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას კანადა სურდა“, – განაცხადა მარკ კარნიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები