“ირანი და ისრაელი იმდენი ხანია, სასტიკად ებრძვიან ერთმანეთს, რომ უკვე აღარც კი იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ” – ტრამპი
“ირანი და ისრაელი იმდენი ხანია, ისე სასტიკად ებრძვიან ერთმანეთს, რომ უკვე აღარც კი იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ”, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ისრაელმა, შეთანხმების დადებისთანავე, უამრავი ბომბი ჩამოყარა.
“არნახული რაოდენობის. არ ვარ კმაყოფილი ისრაელით. როდესაც ვთქვი, კარგი, ახლა 12 საათი გაქვთ, პირველივე საათში, რაც გაგაჩნია, ყველაფერს არ ისვრი, ამიტომ არ ვარ კმაყოფილი მათით. არც ირანით ვარ კმაყოფილი“, – განაცხადა ტრამპმა.