“რუსეთთან ჩვენს კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მნიშვნელოვან დისკუსიებს გამართავს.

შესაბამის ინფორმაციას tass-ი ავრცელებს.

„ამჟამინდელ ახალ სახიფათო ვითარებაში, როდესაც მსოფლიო წესრიგი რეალურად საფრთხის ქვეშაა, რუსეთთან ჩვენს კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთთან პოზიციების კოორდინაციას“, – აღნიშნავს არაღჩი.

შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აბას არაღჩი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები