ემანუელ მაკრონი: ირანმა უნდა აჩვენოს მოლაპარაკების პლატფორმაში ჩართვის მზაობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ირანისთვის კომპლექსურ დიპლომატიურ წინადადებას ამზადებს, რომლის მიზანიც ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციის შეჩერებაა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო, ჟენევაში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, რათა აღნიშნული შეთავაზება გადასცეს.

„ირანმა უნდა აჩვენოს მოლაპარაკების პლატფორმაში ჩართვის მზაობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ“, – აღნიშნა მაკრონმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები