კირ სტარმერი ირანზე თავდასხმაზე: თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა

,,ამ დარტყმების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა”, – ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს.

სტარმერის თქმით, სიმშვიდის და დიპლომატიის დროა.

„ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან დეესკალაციის მიზნით. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიასთან დაბრუნების დროა“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები