აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე – ირანის საგარეო უწყება

აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე – ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ისრაელის მისამართით საპასუხო ზომებზეც საუბრობენ.

„ირანი ყოყმანის გარეშე დაიცავს ერს. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე“, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აშშ-ს სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები