2025 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა
2025 წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
· პრომეთეს მღვიმეს
· მარტვილის კანიონს
· სათაფლიას
· წალკის კანიონს
· მტირალას ეროვნულ პარკს
აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვიზიტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს უნიკალური ბუნების მიმართ. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სერვისების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მარტივ და კომფორტულ მოგზაურობას და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.
მიმდინარე წელს, განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ეროვნული პარკის, ასევე ბირთვისის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტები. აღნიშნული პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ვიზიტორებს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო მცირე ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს.