ანდრია ბასილაიამ, ახლად რეაბილიტირებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკა დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას“ კიდევ ერთი განახლებული ბიბლიოთეკა შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დაათვალიერა.

“ანდრია ბასილაია ადგილზე გაეცნო აღნიშნული ფილიალის რეაბილიტაციისთვის გაწეულ სამუშაოებს. შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ 1968 წლიდანაა განთავსებული, კაპიტალურად შეკეთდა. შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის გახსნილ და მაქსიმალურად მოხერხებულ სივრცედ იქცა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცე და განთავსდა სტაციონარული კომპიუტერები, რომლებიც ბიბლიოთეკის სერვისებით ნებისმიერი მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომია.

ასევე, განახლდა და გადახალისდა წიგნადი ფონდი. კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურას დაემატა უახლესი გამოცემები.

ბიბლიოთეკა სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და  სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს.

აღნიშნულ პროექტზე 300 000 ლარი დაიხარჯა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები