ასკანელის დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ „მსოფლიოს ღვაწლმოსილი ადამიანი ღვინის მემკვიდრეობის გლობალური სრულყოფისთვის“ კვიპროსში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო მნიშვნელობის აღიარება და პრესტიჟული ჯილდო „მსოფლიოს ღვაწლმოსილი ადამიანი ღვინის მემკვიდრეობის გლობალური სრულყოფისთვის“, ასკანელის დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ, კვიპროსში გამართულ საქველმოქმედო გალა-ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა.
ეს ჯილდო არის დასტური მის მიერ შეტანილი გამორჩეული წვლილისა ქართული მეღვინეობის საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
„Who is Who“ ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს გლობალური მასშტაბით გამორჩეულ პროფესიონალებს, რომელთაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ეთიკური ლიდერობა გამოარჩევთ.
ეს საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს, როგორც გოჩა ჩხაიძის პირად ღვაწლს, ისე ასკანელის მისიას – ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის დაცვას, განვითარებასა და ღირსეულ წარმოჩენას მსოფლიოს წინაშე,”- წერია ინფორმაციაში.