ნატო-ში აშშ-ის ელჩი: ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

,,ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს”, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ, რადგან რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აღდგენას 5 წელიწადში შეძლებს.

„ევროპელები გამუდმებით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ეს სწორედ ასეა. ამიტომ, ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ.

თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ. ის საფრთხეებით განისაზღვრება. რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები