მწერალი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა

მწერალი მალხაზ ხარბედია, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა – გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, „არილის“ რედაქტორი და მასულდგმულებელი”, – წერს გამოცემა „არილი“.
ლიტერატურათმცოდნის, მწერლისა და ესეისტის, მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მალხაზ ხარბედია იყო ჟურნალების – „ცხელი შოკოლადის“ (2013 წლის აპრილიდან 2014 წლამდე) და „არილის“ მთავარი რედაქტორი; სხვადასხვა წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; 2007 წელს პრემია გადაეცა ნომინაციაში – საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის „პირადი ბიბლიოთეკა“; 2015 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები“; 2021 წელს პრემია გადაეცა ჟურნალ „არილს“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
საქართველოს კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს მალხაზ ხარბედიას ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები