ირაკლი კირცხალია: რას ემსახურება „ფარა“ – ერთადერთს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება მაქსიმალურ დონეზე იყოს დაცული

„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ,,ფარას” შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კანონის მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა.

„რას ემსახურება ეს უმნიშვნელოვანესი კანონი – ერთადერთს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურ დონეზე დაცული. ეს არის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი თავმოყვარე ხელისუფლებისა და მთავრობის ხელში, საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკაში, რომ არ მოხდეს იმ ბინძური გეგმების თუნდაც გამეორების მცდელობაც კი და იმ ასობით მილიონი დოლარისა თუ ევროს შემოდინება ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური მიზნებისთვის“, – მიიჩნევს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები