“მზად ვართ ყველასთან ურთიერთობისთვის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და გათვალისწინებით” – კირცხალია

“ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ყველასთან ღირსეულ, პარიტეტულ საფუძვლებზე აგებული ურთიერთობებისთვის”, –  ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.

„საქართველოში ქართველებმა თქვეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ ყველასთან ურთიერთობისთვის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და გათვალისწინებით. კეთილი ინებოს ნებისმიერმა ქვეყანამ, თუ ჩვენ ვთანხმდებით სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ვისაუბროთ ობიექტურად, რეალური მოცემულობით, არ ვისაუბროთ აღქმებით. ნუ ექნებათ ჩვენთან იმის მცდელობა „დიფ სთეითს“ და არაფორმალურ მმართველობებს, რომ ჩვენგან შექმნან პროქსი სახელმწიფო და ვასალურ მდგომარეობაში ჩაგვაყენონ.

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღის ხალხისთვის მილოცვას, თამამად შეგვიძლია ჩავუტაროთ დემოკრატიის გაკვეთილიც მათ – როდესაც საუბრობენ დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები, მაშინ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ხალხს ულოცავ, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ და გადავიდნენ რეალურ პარტნიორობაზე“, – აღნიშნა  კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები