ბიძინა ივანიშვილი – ხვიჩა კვარაცხელიაზე: ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა
“ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.
“ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.
მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”, – აღნიშნულია წერილში.
ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი – „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.