“გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება” – გენო პეტრიაშვილი
“გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა “ქრონიკას” მიუნხენში განუცხადა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება.
„დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი და ლოცვა გააძლიერებს ჩვენს მაგარ ქართველ კაცს და აუცილებლად გაიმარჯვებს. მართლაც ისტორიული მომენტია და მიხარია, რომ ხვიჩას გამარჯვების მომსწრე გავხდები. მინდა, დიდი წარმატება და წინსვლა ვუსურვო“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება.