დავით მათიკაშვილი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს

„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი. მის მიმართ ცხადია, რომ სახელმწიფოც და კანონმდებლობაც იქნება ადეკვატური. ყველა კრიმინალის მიმართ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, შეურაცხყოფას მიაყენებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, მოსამართლეს, მის მიმართ კანონი იქნება ადეკვატური და მკაცრი. საკუთარ თავს მოსთხოვოს პასუხი ნიკანორ მელიამ პირველ რიგში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. მანამდე, ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მან სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები