ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია შანდონგში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა, ხოლო ექვსი დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას, ქვეყნის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აფეთქების ადგილზე 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების თანამშრომელი მუშაობდა.

ვეიფანგის ეკოლოგიური გარემოს ბიურომ აფეთქების ადგილის შესამოწმებლად თანამშრომლები გაგზავნა, თუმცა შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები