პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 46 კი დაშავდა.
პაკისტანის სამხედრო ძალების წარმომადგენლის ცნობით, პაკისტანმა ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთი თვითმფრინავი და ერთი დრონი ჩამოაგდო. ანონიმური წყაროების ცნობით, ჩამოგდებული ხუთი თვითმფრინავიდან სამი Rafale-ის ტიპის გამანადგურებელი იყო – ინდოეთის საჰაერო ძალების ძვირფასი აქტივები, რომლებიც ფრანგული მწარმოებლისგან შეიძინეს.
ამასთან, ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულმა ქაშმირის ხელისუფლებამ, მოქალაქეების ევაკუაციის ბრძანება გასცა იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ისინი ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე საშიშად მიიჩნევენ.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანში თავდასხმების შემდეგ მსოფლიომ ტერორიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინოს.