ირაკლი ქადაგიშვილი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: საპოლიციო მოქმედება ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული იყო, რომ ოპერაცია დამთავრებულიყო მსხვერპლით
„ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ადამიანების გარშემო იქნება საუბარი,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, დღეს დაგეგმილი საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ზოგადად ძალიან ტრაგიკული იყო, როდესაც საპოლიციო მოქმედება ტარდებოდა ისეთი წესით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული იყო, რომ ოპერაცია დამთავრებულიყო მსხვერპლით, რაც საზოგადოებაში გარკვეული შიშის ფაქტორის აღძვრას უნდა მომსახურებოდა. კომისია კიდევ ერთხელ იკვლევს იმ სისტემურ კავშირს რაც ამ პერიოდში ჩადენილ სხვადასხვა სახის დანაშაულებს ეხება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.