გიორგი აბდალაძე – წითელი ჯვარი ხშირად შემოდიოდა გლდანის საპყრობილეში და გაგვაფრთხილეს, ჯიბეში რაღაც ჩამიგდეს, იცოდე, რომ გისმენთ იქ რამე რომ რამე არ წამოგცდესო – არავის ჰქონდა საუბრის სურვილი – იცოდნენ, მათთან საუბრის შემდეგ საშინლად დასჯიდნენ
„წითელი ჯვარი ხშირად შემოდიოდა გლდანის საპყრობილეში. როდესაც ოთახში შევდიოდით წითელ ჯვართან, გაგვაფრთხილეს, ჯიბეში ჩამიგდეს რაღაც, ეს ის არის, რითაც მოგისმინეთ, იქ რამე რომ არ წამოგცდესო“- ამის შესახებ 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„მე რომ შევედი ვუთხარი, თქვენთან საუბარი არ მინდა და უნდა გავიდე თქო. წითელი ჯვრის წარმომადგენელი გოგონა მეუბნებოდა, რომ ყველა პატიმარი ვინც შემოდის, ყველა ერთი და იგივე ტექსტს ამბობს და რა ხდება ხალხო აგვიხსენით, გვითხარითო. არავის სურვილი არ ჰქონდა მათთან საუბრის. იცოდნენ, რომ მათთან საუბრის შემდეგ საშინლად დასჯიდნენ“-განაცხადა აბდალაძემ.