რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქს – დაიღუპა სამი ადამიანი
დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოეკონომიჩნოეზე, რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ უკრაინული მედია, დონეცკის რეგიონალური პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.
“28 აპრილს 04:00 საათზე აგრესორი სახელმწიფოს ჯარებმა პოკროვსკის რაიონის სოფელ ნოვოეკონომიჩნოეს კერძო სექტორს დაარტყეს. დაბომბვის შედეგად 76 და 78 წლის ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. მოგვიანებით, 47 წლის ადგილობრივი მცხოვრებიც დაიღუპა”,- განაცხადეს პროკურატურაში.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ.
ამასთან, ნოვოეკონომიჩნიში სახლები დაზიანდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის იარაღი გამოიყენეს რუსმა სამხედროებმა თავდასხმის დროს.