ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთვის მზადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საუნივერსიტეტო საზოგადოების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებით, უნივერსიტეტების რექტორებით.
„სექტემბრიდან დავიწყებთ აქტიურ სამზადისს, რომ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე არა მარტო უნივერსიტეტმა, არამედ მთელმა ქვეყანამ იზეიმოს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები