“უკვე აშკარაა, რომ რუსთაველზე აქციები, რა სიმბოლურ თარიღებსაც არ უნდა დაამთხვიონ, დეგრადაცია-მარგინალიზაციისკენ მიდის” – ზაალ ანჯაფარიძე
“უკვე აშკარაა, რომ რუსთაველზე აქციები, რა სიმბოლურ თარიღებსაც არ უნდა დაამთხვიონ, დეგრადაცია-მარგინალიზაციისკენ მიდის”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ცუდი რეჟისორის და ცუდი შემსრულებლების გამო, მათ ვერ მოიპოვეს მორალური უპირატესობა, რაც ნებისმიერი მსგავსი აქციის წარმატების ფორმულაა. პაატა ბურჭულაძის 8 აპრილის აქციასაც იგივე ბედი ელის, რაც სალომეს 31 მარტის შაბაშს, მიშას სახის ფონზე
ამორალობა და რადიკალიზმი (მათი საფირმო ნიშანი და ხელწერა) გახდა მიზეზი იმის, რომ სადღეისოდ აქციების უწყვეტობას ძირითადად ფულით იჭერენ. ისინი ვერ ამჩნევენ ან არ სურთ შეამჩნიონ როგორ ზვირთდება საზოგადოებაში მათ მიმართ მიუღებლობა, რაც ვშიშობ ერთ დღეს უმართავ პროცესში არ გადაიზარდოს”, – წერს ანჯაფარიძე