ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათში 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზას სექტორში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 60 პალესტინელი ემსხვერპლა და დაშავდა 162. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

სამედიცინო ანგარიშების მიხედვით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 669-მდე გაიზარდა.

როგორც მედია იუწყება, სასწრაფო დახმარების სამსახურები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ნანგრევების ქვეშ მოხვედრილი ბევრი მიცვალებულის ამოყვანას, რომლებიც მიმოფანტულნი არიან გზებზე, ომის შედეგად განადგურებული ანკლავის გასწვრივ, რადგან ისრაელის საოკუპაციო ძალები აფერხებენ სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის ეკიპაჟების გადაადგილებას.

გაერო-ს ჰუმანიტარული სააგენტოები ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასს” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები