ირაკლი ალასანიას პარტია 8 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ყრილობას გამართავს
პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატები” 8 ნოემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ყრილობას გამართავს. ამის შესახებ პარტიაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, რიგით მესამე ყრილობაზე პარტიის ახალი წესდების რედაქციის მიღება იგეგმება. ყრილობაზე ასევე, გაიმართება პარტიის ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია. პარტიის ახალი სიმბოლიკა დამფუძნებლებს ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართული შეხვედრისას წარუდგინა. შეხვედრას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები და პარტიის 300-მდე წევრი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებს ირაკლი ალასანიამ სიტყვით მიმართა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.