„ქართველები, რომლებმაც სხვა ქვეყნებში წარმატებას მიაღწიეს, ახლა სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ“

ხალხი უფრო მეტად აცნობიერებს, რომ მრავალი ქართველი, რომელიც საქართველოდან გაემგზავრა ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში, ახლა ცდილობს, თავის სამშობლოს დაუბრუნდეს და თავისი ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დიასპორის ეკონომიკური ფორუმის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მრავალი ქართველი, რომელიც საქართველოდან გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყნებში, ახლა ცდილობს, სამშობლოს დაუბრუნდეს.
“ესენი არიან სხვადასხვა დარგის პროფესიონალები, მათ შორის – ექიმები და სხვა, რომლებიც დღესდღეობით ცდილობენ, თავისი წვლილი შეიტანონ სამშობლოს აღორძინებაში. ასევე სხვა პროფესიის ადამიანები ცდილობენ, საქართველოს ეკონომიკის ზრდას, მდგრადობას ხელი შეუწყონ. ეს კონფერენცია მიმართულია ამ ურთიერთობების უფრო მეტად ინტენსიფიკაციისკენ და აღნიშნულ პროცესებში დიასპორის მეტი ჩართულობისკენ”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები