“ბალტიისპირეთის ქვეყნები „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ის ნაწილია, რომლებიც ყველაფერზე არიან ხელის მომწერი, ოღონდ ფული იშოვონ და სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად საქართველოში გადმოიტანონ” – ნიკოლეიშვილი

“ბალტიისპირეთის ქვეყნები „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ის ნაწილია, რომლებიც ყველაფერზე არიან ხელის მომწერები, ოღონდ თავიანთი სურვილი აისრულონ, ფული იშოვონ და პლუს სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად საქართველოში გადმოიტანონ”, – ამის შესახებ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„ვნახეთ ესტონეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრისა და დღევანდელი ევროკომისრის კაია კალასის მეუღლის ბიზნეს ინტერესები. ვნახეთ, თუ რა რაოდენობით ღვინო შევიდა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან რუსეთში, მაშინ როცა იქ ღვინისთვის ვენახებიც არ არსებობს. სანქციების პერიოდში ვნახეთ, თურმე, ლატვიის ავიახაზები როგორ იძენდა რუსეთისგან ავია საწვავს და ასე შემდეგ. ეს მანიპულაციები დიდი ფულის გაკეთების საშუალება იყო და ახლა მათ ამ დიდი ფულის გაკეთების საშუალების ხელმოჭერა არანაირად არ აწყობთ.

ასევე, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისეთი სახელმწიფოების არსებობდა, რომლებიც მათ კი არ ემორჩილებიან, არამედ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს ახორციელებენ. სწორედ ამით არის გამოწვეული საქართველოს მიმართ ასეთი მტრული დამოკიდებულება. განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებიც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „დიფ სთეითის“ არა მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლავთ, მაგრამ ერთ-ერთი ის ნაწილია, რომლებიც ყველაფერზე არიან ხელის მომწერი, ოღონდ თავიანთი სურვილი აისრულონ. ფული იშოვონ და პლუს სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად საქართველოში გადმოიტანონ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები