თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რექტორმა უნივერსიტეტში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებზე, სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც თსუ სთავაზობს მომავალ სტუდენტებს.

„ფაკულტეტების დეკანებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა-სწავლების, საუნივერსიტეტო ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უპასუხეს აბიტურიენტების კითხვებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს  80-მდე საბაკალავრო პროგრამაზე 6928 პირველსემესტრელს მიიღებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები