თეა წულუკიანი: ხუმრობას არ ვაპირებთ – ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება

“ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ. ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა”, – ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე, 2011 წელს, ბიზნესმენ – ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმეს იხილავენ. კომისია ბიზნესმენის შვილს, ბესარიონ ხარძიანს უსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები