“ტრამპის პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და, ამავდროულად, მის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია – „მეგობარი აქტი“, თავისი შინაარსით, მხარს უჭერს საქართველოში „დიფ სთეითის” აგენტურას” – ირაკლი ჭეიშვილი
“დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკის სენატში განსახილველი „მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციას ეხმიანება.
„ეს ფოტო არის, ამერიკის სენატში განსახილველად დარეგისტრირებული „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი აქციიდან,თბილისში. დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით. ღიად ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე „ლგბტ” პროპაგანდას ქვეყანაში და თვალთმაქცურად ითხოვდე, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე ! ეგრეთწოდებული „მეგობარი აქტი“, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში „დიფ სთეითის” აგენტურას და დონალდ ტრამპის მაგინებლებს”, – წერს ირაკლი ჭეიშვილი.