ხელოვნების სასახლე მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს

21 მარტს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, 60-იანი წლების ქართული კინოს ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული კინოკლასიკის შედევრად აღიარებული ფილმის „დიდი მწვანე ველის“ (1964) ავტორს, მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წელი შეუსრულდება.
„ხელოვნების სასახლეში, გამოფენაზე, იხილავთ რეჟისორის შემოქმედების ამსახველ ფოტომასალებს, აფიშებს კინოფილმებიდან, ესკიზებს, საოჯახო ფოტოსურათებსა და ხელნაწერებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტომასალები და ხელნაწერები ასახავს რეჟისორის შემოქმედების მრავალფეროვნებას – მისი ვირტუოზულ კინოსარეჟისორო უნარებსა და განვლილ კარიერულ გზას.
გამოფენის პარალელურად, უკვდავთა თაღში ასევე გაიხსნება რეჟისორის ხელის ანაბეჭდი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები