ნინო წილოსანი – ფონდების დაყადაღებაზე: ქველმოქმედების შეფუთვით აკეთებდნენ რევოლუციებს

“ნანუკა ჟორჟოლიანის აქტივობები პირდაპირ დაკავშირებული იყო დანაშაულის წახალისებასთან, მფარველობასთან, პოლიციელებზე, პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმის ორგანიზებასთან. ეს ფონდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შავი ყულაბა”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონდების შექმნის მიზანი რევოლუციური სცენარების დაფინანსება იყო.

„ქველმოქმედების შეფუთვით აკეთებდნენ რევოლუციებს. ახალგაზრდობის მუხტი გამოიყენეს ყველაზე ანტი სახელმწიფოებრივი მოქმედებებისთვის და ასე შემდეგ. რა ვიცით ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდთან დაკავშირებით თავად საჯარო წყაროებიდან? დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა მაღალ დონეზე ჩაატარებს ამ პროცესს და მტკიცებულებით ნაწილში დაასაბუთებს იმ ბრალდებას, რის მიხედვითაც აღნიშნული ფონდი დააყადაღეს. მაგრამ მოდით გავიხსენოთ, რა ვიცით საჯაროდ, რა არის ცნობილი ამ ფონდთან დაკავშირებით? მხოლოდ ეს ფონდი არის. იცით რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, რომელიც ვითომ ქველმოქმედების, ვითომ აქტივის დაცვის საფარქვეშ ყველაზე მავნებლურ მოქმედებებს ანხორციელებდა. ნანუკა ჟორჟოლიანის აქტივობები პირდაპირ დაკავშირებული იყო დანაშაულის წახალისებასთან, მფარველობასთან, პოლიციელებზე, პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმის ორგანიზებაზე. აქციები შემთხვევით არ კეთდება ხოლმე. აქციებს სჭირდება ადამიანების მობილიზება, ჩამოყვანა, კვება, სხვადასხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. სწორედ ამ დანიშნულების იყო და ალბათ ყველას ადვილად გაგვახსენდება ის პოლიტიკური პროცესები და ის ქარცეცხლი, რომელშიც გახვიეს ქვეყანა. სწორედ ამ საფუძვლით იქმნებოდა და შეიქმნა ეს ფონდი და ირიცხებოდა თანხები.

მეორე კუთხით, ვიცით ვინ იყო ამ ფონდში შემომწირველები. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შავი ყულაბა. ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო ნიკა გილაური, რომელიც ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის პროდუქტია. გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ასე ემოციურად გადაუხადა მადლობა შემოწირულობისთვის [ნანუკა ჟორჟოლიანმა] დამნაშავე არის ფინანსურ თაღლითობაში და მას მიესაჯა 11 წელი პატიმრობა. და სხვები და სხვები ,აღარ ჩამოვთვლი.

მთლიანი დატვირთვა ამ აქციების, რაც გააკეთეს იყო, რომ თითქოს პოლიტიკისგან დაცლილი იყო და რაღაც ემოცია, ქველმოქმედებითი კომპონენტი შემოიტანეს. თუმცა თუ კარგად დაუკვირდებით სწორედ ასეთი ფონდები იყო პოლიტიკური პარტიების და იმ პოლიტიკური თამაშის იარაღები, ინსტრუმენტი, რომლითაც საზოგადოების, რაღაც ნაწილზე ზემოქმედებდნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები