აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

„აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება,“- ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ საგვაზაოში N1 და N3 ქუჩების მოასფალტების შემდეგ, სამუშაოები ძველი აბაშა-ონტოფოს დამაკავშირებელ 3.5 კმ-მდე გზაზე პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

„მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ამირან ნადარეიშვილთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო.

პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაიგო: სოფელ საგვაზაოში #1 და  #3 ქუჩებზე. სოფ. ნაესაკოვოს N8 ქუჩაზე. ქ. აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევში.

უახლოეს ხანებში ასფალტის საფარი დაიგება: სოფ.ზანათში ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე. სოფ. სამიქაოში დარცემლიძეების უბანში და ჩორგოლაშვილების უბანში.

პროექტის ფარგლებში ჯამში 12-კმ-მდე გზაზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 840 000 ლარი იხარჯება,“- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები